პეროიანების ,,მაზოლი” სულძაღლიანი და ღმერთის ,,დაბრო”…

პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ან სად შეიძლება ფერმწერმა იმუშაოს? ჰა, ჰაა, თეატრში, სცენის დეკორატორად… ისიც მაშინ თუ ხაზვისა და არქიტექტურის ,,მოდებაში” ხარ… 2 წლის წინ, როცა უსაქმურობა ძალიან მომბეზრდა, სალონი გავხსენი. მე ყველაფერს განვაგებდი, გოგონები თმას ჭრიდნენ. საქმე ისე კარგად წავიდა, 8 თვეში სოლარიუმის აპარატი ვიყიდე და დღეს ქუჩაში მოპლაკუნე 10 ,,გლამურნი” ქალიდან 3 მაინცაა ჩემს სალონში გატარაკნებული.
დროთა განმავლობაში ბიზნესვუმენობაც მომბეზრდა და ფინანსური დირექტორი ავიყვანე. მერე კიდევ 1 სალონი გავხსენი და ასე… თითოეულ სალონში დღეში თითო-თითო საათით მივდივარ.მეტხანს დარჩენა ჩემს მოთმინებას აღემატება. ვერ ვიტან ტუტრუცანა კლიენტებს, თავი მხოლოდ თმების შესაღებად რომ აბიათ, გრძელ თითებში გრძელივე სიგარეტები რომ უჭირავთ, ყელამდე ქაქში რომ სხედან და სხვის ტალახიან ფეხსაცმელზე ცხვირს რომ იბზუებენ…
ალბათ მათდამი პროტესტის ბრალიცაა, რომ ჩემსავე სალონებში პანკივით გამოწყობილი მივდივარ და როცა მათ ალმაცერ მზერას ვგრძნობ, ცეცხლზე ნავთს ვასხამ: ხანდახან ისეთ ფრაზას ვამბობ, გულისრევას ძლივს იკავებენ.
მე კი მათი წასვლის შემდეგ ჩემს გოგონებთან ერთად გულიანად ვხალისობ. ამას წინათ, მივედი და ჩემს ,, სიხარულს” საზღვარი არ ჰქონდა, როცა სავარძელში 1 პეროიანი,
ე.წ. ,,შოუბიზნესის” ფეისი დავინახე. ფეხსაცმელი შემითვალიერა, ,,გუჩის” ნატურალური ტყავის შუზები მეცვა, დაბალი ძირი, კომფორტული, მოკლედ, ჩემი სტილი რა.(ფრაიბურგში ფასდაკლებაზე ავაგდე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა). შევატყვე, ფეხსაცმელი მმმაგრად დაევასა, ბოლოს, ვეღარ მოითმინა და… _ აუ, რა მაგარი შუზია, დავეცი! სავარძელში დავტრიალდი, ფეხი ცხვირთან მივუტანე და… _ ჰო, მეც მაგრად მომეწონა, ციგნებში ავაგდე 2 ლარად! _ მივახალე და გავუღიმე. ვაიმეეე, ნეტავ, მისი სახე გენახათ… 2 კვირა გვეყო საღადაოდ.
ამბობენ, რომ მმმაგარი საზიზღარი ვარ, მაგრამ რა ვქნა, ეს ,,კარონიანი” ტრაკში პეროგარჭმულები მაგრად მაღიზიანებს და რა ვქნა?! ახლა იტყვით, ღადაობო, მაგრამ ეგეთ ადამიანებს ქსერქსეც ვერ იტანს, ერთი თუ პეროს სუნი ინოსა, ვსო, კანეცი აქვს იმას! იმდენს იზამს, კბენას არ იკადრებს, მაგრამ მაგრად კი დააფეთებს.
ერთი კლიენტი გვყავს, ჭაღარა, სიმპათიური მამაკაცია, მწერალი… ერთხელ ჩემს ტინგიცს შეესწრო, როცა ერთი ,,ვაამე, დედა” გავათახსირე და ვინაიდან სულ ძაღლთან ერთად მხედავს (ჩემი უბნელიცაა), ვაშალომიძეების ყაზილარივით სულძაღლიანი დამარქვა.
ვხედავ, მოდის ქუჩაში შლაპით, სათვალით… ჯერ შორიდან ხელს დამიქნევს, მერე შლაპას მოიხდის, უფრო ახლოს რომ მოვა, თვალს ჩამიკრავს და ღიმილით მეტყვის: აბა, სულძაღლიანო, დღეს ვის ვეკაიფებით? მეც შეთქმულივით ვუკრავ თვალს და თბილად მოვკითხავ. ძალიან მომწონს ეს კაცი, სინტერესოა, ყველასთან ასეთია, თუ მხოლოდ ჩემთან აირჩია ეს ტაქტიკა? არა და, შეხედავ, სოლიდური ძიაა… აჰაა, ჩემი ბიზნესლედობის ამბავს ვყვებოდი და სად გადავხტი?! მოკლედ, უახლოეს მომავალში საბავშვო ბაღის გახსნა მინდა, სადაც ფულზე ქესეტად მყოფი ადამიანების შვილები სრულიად უფასოდ ისწავლიან… სურვილი დიდია, მონდომებასაც არაუშავს და ღმერთის ,,დაბროღა” მჭირდება…

About these ads

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s