აქა ამბავი ჩემი მაწანწალობისა…

ამას წინათ, ერთ, ჩვენი მთავრობის მიერ მეეეტისმეტად გაპიარებულ ქალაქში (სინამდვილეში დაბაა) გახლდით. სიმართლე გითხრათ, თავადაც არ ვიცი რატომ წავედი… ალბათ იმიტომ, რომ ისტორიული ადგილები მიყვარს ან იმიტომ, რომ რაღაც ასინეთური შემომეპარა ამ ბოლო დროს…
ასეა თუ ისე, მე და ქსერქსემ ის ქალაქიც მოვიარეთ (სიძველეები ვნახეთ, სხვა არც არაფერი იყო სანახავი) 2 დღე დავრჩით და ისევ თბილისისკენ ვაპირებდით გამობრუნებას, მარშრუტკის ლოდინისას თბილისზე წინ თელავის მარშრუტკამ გამოიარა. მეც ბევრი არ მიფიქრია, ტაქსს ავუწიე ხელი და თელავში რამდენად წაგვიყვან-მეთქი? – ვკითხე (მარშრუტკით ვერ წავიდოდი, მძღოლები ძაღლს რომ ხედავენ, თვალებს ისე აბრიალებენ, მაგათი თავი არ მაქვს).
საკმაოდ გვიანი იყო, თელავში რომ ჩავედი და პირველ რიგში სასტუმროს საძებნელად გავწიე. თბილისში ასეთი ადგილი არ მინახვს, აი თელავში კი, პატარა, საყვარელი ოჯახური ტიპის სასტუმრო ვიპოვე. გარეთ ბებო გამომეგება და ისე მომეწონა ეს ქალი, ფასიც კი არ მიკითხავს, ისე შევალაჯე სასტუმროში. ჯერ კიდევ ეზოში ვიყავი, სახლიდან ხმაური რომ მომესმა და მაშინვე ვიფიქრე, ესენი ქართველები არ იქნებიან-მეთქი. მართალიც აღმოვჩნდი, 3 გერმანელი, 1 იტალიელი, 3 ამერიკელი, 2 შვედი, 1 ლიტველი და 2 ბრიტანელი დამხვდა მისაღებში. არ ვიცი რატომ, დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა ყველა და ქართული ,,გამარჯობა” მაჯახეს. მალე დავრწმუნდი, რომ ამ ,,გამარჯობის” გარდა ბევრს ვერაფერს ამბობდნენ ქართულად. მისაღებ ოთახში სუფრა გაეშალათ და ზოგი სვამდა, ზოგი ეწეოდა, ზოგიც ჭადრაკს თამაშობდა. მოკლედ, კაცი რომ ვერ მოიწყენს, ისეთი სიტუაცია ჰქონდათ. იმ საღამოს არც მე მდომებია განმარტოება და არც ქსერქსეს, ორივემ კარგად ვიხალისეთ. არც ჩვენი უცხოელები იყვნენ ცხვირპირჩამომტირალი ხალხი (საერთოდაც, ისინი ქართველებზე გაცილებით მხიარულები არიან).
ღამე გავათენე, ყველას ამბავი დავიზეპირე და ჩემზეც მოვუყევი რაღაცები. ბევრი არაფერი, მე მხოლოდ ჩემს ბლოგში ვყვები ყველაფერს🙂 ერთი ამერიკელი, დენი განსაკუთრებით მომეწონა, რაღაცნაირი, უცნაური იყო. ბევრს არ ლაპარაკობდა (სიმართლე რომ ვთქვა, კარგა ხანს საკუთარი სახელის მეტი არაფერი უთქვამს). ალბათ ამიტომაც მომეწონა და მივეკედლე. ჯერ კარგად ვიხლისეთ, მერე დავლიეთ, მერე დანარჩენების ცეკვაზე ვიღადავეთ და 2-3 საათში მივხვდი, რომ მომწონდა. მერე ნომერი გამომართვა და მითხრა, ხანდახან შეგეხმიანები, მე ჯერ საქართველოდან წასვლას არ ვაპირებო. ასეა თუ ისე, 2 დღის შემდეგ თბილისში შევხვდი და კარგად ვიმხიარულეთ… ცოტა არ იყოს და, დაბნეული ვარ. ვხვდები, რომ მომწონს, მაგრამ არ ვიცი რა ვიფიქრო. ის რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკაში ბრუნდება, მე კი საქართველოდან ფეხის გადგმაც კი არ მინდა. თუმცა, მანამდე კიდევ დიდი დროა…
ჰო მართლა, ჩემი ვირჯინიელი თბილისში მუშაობს, თუმცა არ ვიტყვი, სად. რა ვიცი, იქნებ თქვენც იცნობთ? :))
)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s