მე-მარო!

შავი ვარ. ეს სიშავე ჩემი ხასიათის შტრიხი უფროა, ვიდრე გარეგნული ნიშანი. ასეა თუ ისე, გამიმართლა, ბოლო დროს ტარაკანივით ქალებია მოდაში და მეც ზამთარ-ზაფხულ ,,ზაგარი’’ მაქვს. აგვისტოში შეფერილი ტანი მაისამდე თითქმის იგივე ფერს ინარჩუნებს და მეც სოლარიუმის მკვდრისფერი სიშავე არ მახასიათებს.

გარეგნობით არ გამოვირჩევი, კარგი ტანი მაქვს და დამაინტრიგებელი ლურჯი თვალები. როგორც ამბობენ, მეტი ცეცხლი მაქვს როგორც თვალებში ასევე მოქმედებაშიც და ალბათ სწორედ ამის ბრალია (მიუხედავად სავსებით ნორმალური გარეგნობისა) ყველა იჩემი პირველი შეყვარებულიდიოტს მაგნიტივით რომ ვიზიდავ. მათ უმრავლესობას რა თქმა უნდა, წელს ქვემოთ უფრო ვაინტერესებ, თუმცა არიან ისეთებიც, რომელნიც ჩემს თმით დაფარულ კინკრიხოსაც დიდ პატივს სცემენ.

ჩემი პირველი შეყვარებული 2pac-ს ჰგავდა, ოღონდ თეთრი გახლდათ და მისგან მხოლოდ პირველი კოცნის მოგონებაღა დამრჩა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ორიგინალ 2pac-ს დღემდე ვცემ პატივს, პირველი კოცნის ადრესატს კი დიდი ხანია, აღარსად შევხვედრივარ.

რატომღაც საქართველოში დამკვიდრებულ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილე. არ ვარ სნობი, არ მიყვარს ბრედ პიტი (ბებერია), არ ვგიჟდები ჩაცმაზე, არ ვარ ჰომოფობი, არ მიყვარს, როცა მაქებენ, აფერისტებიც არ მიყვარს. 8 მარტს, 14 აპრილსა და მსგავს ტუტრუცანულ დღესასწაულებს ვერ ვიტან, რუსთაველზე ღამის 2 საათის შემდეგ მიყვარს სეირნობა, ქუჩაში ნაგავს არ ვყრი და არც ჩემზე შეყვარებულ 2 ბიჭს ვახვედრებ ერთმანეთს.არ მიყვარს ბრედ პიტი

მოკლედ, რაღაც ვერ ,,ვჯდები’’ მასაში.

საკაბელო არხები არ მაქვს და არც ტელევიზორს ვუყურებ. მათ შორის არც ე.წ. იუმორისტულ შოუებს. 1 საათის განმავლობაში 3 ,,ისე რა’’ ხუმრობის ლოდინი არ მიღირს.

პატივს ვცემ რამდენიმე ტრადიციას, ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ვარ, მაგრამ არა მიმდევარი.  მიყვარს, როცა ადამიანები ყველაფერს თავის სახელს არქმევენ.

სასიყვარულო ასპარეზზე ცუდად მაქვს საქმე, 3 იმედგაცრუება, 1 აბორტი და 3 სექსუალური პარტნიორი… ეს ჩემი წარუმატებელი პირადი ცხოვრების სამარცხვინო მაჩვენებლებია.

დედისერთა ვარ, ყოველთვის ვნატრობდი დედმამიშვილს, მაგრამ უშედეგოდ… მოტყუება არ შემიძლია, სამაგიეროდ იოლია ჩემი მოტყუება. მჯერა ყველაზე დაუჯერებელი რამეებიც კი!

მიყვარს კითხვა, წერა, ძველი თბილისი, სექსი… თავად სიყვარულიც მიყვარს, მიყვარს ორსულები და ბავშვები. ოდესმე იმდენი შვილი მეყოლება, საწოლებს სახლში რომ ვეღარ დავატევ, სადარბაზოში გავიტან!

 მიყვარს შოკოლადი და ერთი ადამიანი, რომელიც სხვას ეკუთვნის. მიყვარს ჩემი პროფესიაც და ჩემი ძაღლი ქსერქსე, რომელიც იდეაში მამალია, თუმცა ამ ბოლო დროს მისი ორიენტაცია საფუძვლიანად მაეჭვებს. 

მიყვარს წანწალიც, მთელი საქართველო მარტოს, ავტოსტოპით მაქვს მოვლილი. მარტო სიარული უმჯობესია, ეს ჩემი გამოცდილების საფუძველზე დავადგინე.

ფილმების ყურებაც მიყვარს, კუსტურიცასა და ალმოდოვარის ფილმებს დიდი სიამოვნებით ვუყურებ, თუმცა სიყვარულით სხვა რეჟისორები მიყვარს. მიყვარს, როცა დაკავებული ვარ და უსაქმურობისგან არ ვიხუთები.

არ მიყვარს მოფერებით სახელები! მირჩევნია, მარგალიტა ან მარო დამიძახონ, ვიდრე მარიკუსა, მარიკო და მსგავსი საშინელებები. მიყვარს მარტოობა. არა, ჰომოფობი არ ვარ, უბრალოდ, იმდენად მივეჩვიე მარტოობას, უკვე მოთხოვნილებად მექცა.

ხშირად ვფიქრობ, რომ დიდი ვერაფერი შვილი  ვარ და ეს თვითკრიტიკა ბევრ რამეში მშველის🙂

შემიძლია არანორმალური სულიერი ტკივილის ატანა, კაცის იოლად შებმა (თუმცა ვისი შებმაც ყველაზე მეტად მინდოდა, მასზე უარი ვთქვი). სადილების მომზადებაც შემიძლია (გარანტიასაც ვაძლევ ჩემს მეგობრებს, რომ არ მოიწამლებიან). ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე, შემიძლია ადამიანი ისე მიყვარდეს, რომ ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდე მის გარდა! თუმცა, სანამ შემიყვარდება, ერთდროულად რამდენიმე მილიონი მომწონს🙂

არ შემიძლია პირფერობა, ყველას პირში ვახლი სათქმელს. არ გეგონოთ, ეს ჩემი საამაყო თვისება იყოს, მერჩივნა, უიმისოდ დავბადებულიყავი… არ შემიძია ვიყო ის, რაც არ ვარ! რაც არ უნდა რეალურად აღვიქვამდე ჩემს უპირატესობას, არ შემიძლია ეს სხვას ვაგრძნობინო და შესამაბისად, ადამიანში ყველაზე მეტად უშუალობას ვაფასებ.

არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც საკუთარ გაუბედავობას ცხოვრების დაუნდობელ ბუნებას აბრალებენ! მიყვარს როცა ის ვარ, რაც ვარ და არ მჭირდება თამაში!

ახლა ნაწერს გადავხედე და კარგი ,,ნაპატივები’’ საპატარძლოები რომ წერენ ხოლმე, რიგ გაზეთსა თუ ჟურნალში – რატომღაც ის გამახსენდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s