საიდან სად?

დიდად კი ვქართველობ, მაგრამ ჩემს ძარღვებში ქართულის გარდა კიდევ 4 ეროვნების სისხლი ჩქეფს… ჩემი ამბავი ბევრს ალბათ წიგნის ფურცლებსა თუ ფილმის სიუჟეტს გაახსენებს.

დიდი ბაბუა, ანთიმოზ კალმახელიძე მეორე მსოფლიო
ომის დროს, ,,სხვის მამულს’’ იცავდა და ბებია ანდრეაც ბერლინის აღების შემდეგ, საქართველოში ჩამოიყვანა. ვერ გეტყვით, რით მოხიბლა
გერმანელი ფრაუ ბაბუმ, არც ის ვიცი, როგორ გადაურჩა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რეპრესიებსა და მოღალატის სახელს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სანამ სიკვდილმა არ მოაკითხა, მანამდე მისი სიმშვიდე არავის და არაფერს დაურღვევია.
აი, ბებიამ კი, რომელსაც გერმანული სისხლი ისე ხმამაღლა უყიოდა ძარღვებში, რომ გარშემომყოფებს აშკარად აწუხებდათ, ბაბუს სიკვდილის შემდეგ ერთადერთ ვაჟს ხელი დაავლო და გერმანიაში გადავიდა

საცხოვრებლად. 1960 წელს კი ჩემი ბაბუა, ანდრო, გერმნულად – ენდრიუ, საქართველოს მეუღლესთან ერთად ესტუმრა და სოლოლაკში დაიდო ბინა. მან და ბებიაჩემმა მარიამ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ვერა, მაგრამ საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა დატოვეს.რაც შეეხება მათ შვილს, ანუ მამაჩემს, იგი 30 წლის ასაკში დაქორწინდა რუმინელ ბოშაზე (ანუ დედაჩემზე).

2 წლის გახლდით, ბაბუა ანდრო რომ გარდაიცვალა. მარია ბებომაც
 დედამთილს მიბაძა და გერმანიის გზას
დაადგა. საქართველოში შვილი, რძალი და შვილიშვილი დატოვა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ ჩემს გარდა შვილი აღარ ჰყოლოდათ. 14 წლის ვიყავი, როცა ნინა და ავთანდილ (პირადობის მოწმობით ანთიმოზი), ავტოკატასტროფაში მოყვნენ და დავობლდი…
დღემდე არ ვიცი, თუ რატომ ვერ გავაცნობიერე ჩემი მშობლების სიკვდილი. მათი დაკარგვა 4-5 წლის შემდეგ განვიცადე. მახსოვს ის დღე, როცა მივხვდი, ისინი ჩემთან ერთად აღარ იქნებოდნენ… მაშინ მეორე კურსზე ვიყავი და საგამოცდოდ ვემზადებოდი… 

მშობლების გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრძოლა გადავიტანე, რომ

გერმანიაში არ წავსულიყავი. დღემდე არ მიყვარს ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველზე მეტად გერმანელი უფრო ვარ. თუმცა  წელიწადში

 რამდენჯერმე ვსტუმრობ ბებოს.  მარიას დიდი მადლობელი ვარ, რადგან ჩემს გამო ბევრ რამეზე თქვა უარი და შვილიშვილის

 აღსაზრდელად საქართველოში ჩამოვიდა.

სხვათა შორის, თბილისში დედის დედა და დაც

 მყავდა, თუმცა მათთან ცხოვრებაზეც მტკიცე უარი ვთქვი.მას შემდეგ კი, რაც მარიამ გააცნობიერა, ჩემი მარტო ცხოვრება უკვე შესაძლებელი იყო, თავად გერმანიაში წავიდა, მე კი 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ სოლოლაკში.

მეცოდება დედის კალთაზე საკუთარი სურვილით ან იძულებით გამოკერებული შვილები, რადგან მათ მარტო ცხოვრების გემო არ გაუსინჯავთ…

რომ არა მარტოობა, არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. ასე რომ, ბედს არ ვემდური…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s