ეს მე ვარ…!

არ შეგიმჩნევიათ?სამხატვრო აკადემია დავამთავრე, სიტყვა დავამთავრეს შვებით ვწერ, იმიტომ, რომ დილით ადგომა არ მიყვარდა🙂. მიუხედავად იმისა, რომ არც პირსინგები მკეთებია და არც თმა მქონია შეღებილი ცისარტყელის ფერებში, გამვლელთა ყურადღებას ვიმსახურებდი. თბილისში ხომ გამვლელების თვალიერების სენია მოდებული, თქვენ არ შეგიმჩნევიათ? თუ თავადაც მონდომებით „ზვერავთ“ გამვლელებს?! :)) მეზობლების არანორმალურს მეძახიან,  ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სახლიდან ყაყანის ხმა არასდეს გადის, არც სერიალის გმირების ცხოვრებას განვიხილავ აივანზე გადმომდგარი და ქვეყანა რომ შეძრას ვინმეს კივილმა, ფანჯრიდანაც კი არ გადავიხედავ. არ გეგონოთ, ცნობისმოყვარე არ ვიყო, მაგრამ როგორც წესი, მსგავს წივილ-კივილს სულ რამდენიმე მიზეზი აქვს და ან ერთი იქნება, ან – მეორე. თავი რატომ უნდა შევიწუხო ადგომით? ყველამ (ძირითადად მეზობლებმა) იციან, რომ თუ 3 დაკაკუნებაზე კარს არ გავაღებ, მეოთხედ აღარ უნდა დამიკაკუნონ სულ მეორედ მოსვლაზე დასასწრებ ბილეთ რომ მთავზობდნენ! ისიც იციან, რომ არ არსებობს თხოვნა, მათ უარი ვუთხრა. ნუ, თუ მაინცდამაინც საკუთარ ქ მართან არ მთავაზობენ ღამის გატარებას. იციან, რომ ტყავიდან ამოძრომაც რომ დამჭირდეს, თხოვნას აუცილებლად შევუსრულებ. ისიც იციან, რომ თუ სახურავზე ვზივარ და მოლბერტის გამაგრებას კედლიდან გამოძრობილი აგურით ვცდილობ, პანიკა არ უნდა ატეხონ, იმ აგურს ისევ თავის ადგილზე დავაბრუნებ! და წარმოიდგინეთ, მიუხედავად ჩემი „ოქროს“ ხასიათისა, მაინც არანორმალურს მეძახიან! ეს სახელი ბავშვობაში შემარქვეს, როცა დაინახეს, თუ როგ ორ ვეკიდე ყირამალა ჩემს სახლშივე გაკეთებულ კალათბურთის კალათზე და დედაჩემი კოვზით საჭმელს როგორ მაწვდიდა. როგორც მიხვდით, დალაგებულის სახელიარ მაქვს, მაგრამ ეს ამბავი ისევე მაწუხებს,როგოც აწ უკვე ფრაიბურგს გადაბარგებული ბებიაჩემის კატის კოლიტი,  რომლის შესახებაც მარია ყოველ საღამოს „სკაიპით“ მელაპარაკება და მეც კატის ბედის ყასიდად შეცხადება მიხდება. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ჩემსავე არანორმალურობაზე, კატეგორიულად არ ვეთანხმები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეძლება, არანორალურად მიმიჩნიონ, ბავშვების სიყვრულია. მთელი სამეზობლოს ბავშვები ჩემი გამოზრდილია და ხშირად ღამითაც ტოვებდნენ ჩემს საწოლში გადაბჟირებულ პატარას, რომელსაც სახლში წასვლას ჩემთან თამაში ერჩივნა. მათ ვერასოდეს ვერაფერზე ვეუბნები უარს, მათთან ის ვარ, რაც ვარ… ვითითხნები მათნაირად გუაშში და მერე გულიანად ვხითხითებ საკუთარი თავის სარკეში დანახვისას. ხმამაღლა ვაფიქსირებ საკუთარ აზრს და მათსავით ვჭირვეულობ… ჩემს სახლში ბავშვების ოთახი მოვაწყვე, რომლის გაფორმებაზეც 2 თვე ვიწვალე და შედეგით მეც და ჩემი მეზობელი ბავშვებიც კმაყოფილები ვართ :)))

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ეს მე ვარ…!

  1. eko says:

    arachveulebrivi adamiani xar! viwyeb sheni chanawerebis kitxvas da tavs ver vanebeb! ubralod agfrtovanebuli var.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s