ჭირვეული გემოვნების მსხვერპლი.

  ოდესმე დაგინახავთ და გული გაგჩერებიათ? აი, ზუუუსტად ასე მომივიდა! ის დაახლოებით 5 თვეა, რაც ჩემი სახლის მოპირდაპირე სახლში გადმოვიდა და არც კი ვიცი, რატომ მომეწონა…

  თავიდან დავიწყებ: როცა კარგი ამინდია, აივანზე ვხატავ. ამას წინათ, მანსარდის კარი ჩამეკეტა და საკეტის გამოცვლა გახდა საჭირო. 2 კვირა ,,ვუსადკავე” ჩვენი უბნის ხელოსან არმენას, მაგრამ უშედეგოდ. მგონი, სულაც გადავიდა ლენინაკანში.  მოკლედ, ერთ დღესაც იატაკზე ვიჯექი და ძველ ფოტოებს ვარჩევდი, როცა ფანჯარას რაღაც მოხვდა და გარეთ გავიხედე. მოპირდაპირე სახლიდან ,,გაგანია” იანვარში შორტებსა და შლოპანცებში გამოწყობილი ტიპი რაღაცას მეუბნებოდა და აივნისკენ მანიშნებდა.  მოკლედ, წვიმა წამოვიდა და მანსარდის აივანზე გატანილ მოლბერტზე მეუბნებოდა, გაფუჭდებაო. მეც გავყავი თავი და ,,დავაწყნარე” აივნის კარი ჩამეკეტა-მეთქი. ჯერ წარბები ისე აზიდა, მეგონა შუბლს გადააცილებს-მეთქი, მერე ჩემი მანსარდის სახურავი შეათვალიერა და სამერცხულედან აივანზე ჩასვლა შეიძლებაო – მითხრა. ერთი კი გავიფიქრე, ჩემს ფიზიკურ მონაცემებზე მეტისმეტად ,,მოუზომავი” წარმოდგენა ჰქონია-მეთქი, რომ ჩემი მეზობელი გაქრა…

  … ცოტა ხანში ჩემს ჰოლში იბერტყავდა დასველებულ ქურთუკს.

  მოკლედ, თავი გაწირა, მოლბერტი შემომიტანა და ჩაკეტილი კარიც გამიღო. მართალია, მოლბერტზე გადაჭიმული ტილო კარგა ხნის ჩამორეცხილი იყო, მაგრამ მერე რა?! ,,თავგანწირვისთვის” ყავით დავასაჩუქრე და გამშრალ-გამთბარი ისევ წვიმაში გავუშვი.

  დღემდე არ ვიცი, რატომ გამოიდო თავი. მე კი მასზე ,,გული შემივარდა”🙂 ისიც კი არ ვიცი, რატომ მომწონს, ჩვეულებრივი, ,,პოდ სოროკის” წარმომადგენელია: უღიპო, მწეველი ლურჯი თვალებით. 8 წლის შვილი ჰყავსP.S., რომელსაც მე მოვწონვარ. (გადმოდგება ფანჯარაში და თვალს არ მაშორებს) და იტალიაში მცხოვრები ცოლი. მარტოხელა მამაა, რომელიც ბევრად უფროსია ჩემზე…

არა და, რომ ვხედავ, ცუდად ვხდები! ისე მომწონს, ისე, ისე… ლამისაა პირდაპირ მივაჭრა და ყველაფერი ვუთხრა! თვითონ თბილად მკითხულობს და შეხვედრისას თვალს მიკრავს.

  P.s. ჩემს მეზობლებს რა გამოეპარებათ და ამას წინათ გავიგე, რომ ჩემზე პატარა გოგოსთან დადის! მე კიდევ ბებერია-მეთქი ვფიქრობდი. არა, შანსი მქონია😉

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s