იყო მამაკაცის, რომელიც სხვისია!

რამე ძალიან, ძალიან, ძალიან თუ გდომებიათ და მისი მოპოვების შემდეგ კი მიმხვდარხართ, რომ ეს რაღაც თუ ვიღაც აღარ გჭირდებათ? მეც ასე დამემართა. ნიკუშა ჩემთვის მიყვარდა, ის კი იმდენად მოულოდნელად დამატყდა თავს, ძალიან დავფრთხი. აბათ სწორედ ამიტომაც დავიხიე უკან. მოკლედ, ჩემს ,,პოდ სოროკის წარმომადგენელს” უარი ვუთხარი! უარი ვუთხარი ადამიანს, რომელიც ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა, რომელიც სიზმრადაც კი არ მასვენებდა. უარი ვუთხარი ადამიანს, რომლის დანახვაზეც სახე მებადრებოდა, კიდურები მიცივდებოდა და გულში ცხელ-ცხელი ტალღები იყებდა თარეშს.
დღესაც ფანჯარაში ვიყურები, დღესაც ისევე მკვეთრად ჩანს შენი ფანჯარა, დღესაც ისევ ისე ბანს წვიმა ფანჯრებს და დღესაც ისევ ისე ,,მეოცნებები”, მაგრამ მე უკვე უარი ვთქვი შენზე. არა და, ისევ ისე მიყვარხარ, ისევ ისე ვშტერდები შენი დანახვისას, მაგრამ მე სხვისი საზიარო კაცი არაფერში მჭირდება. ჰო, ვეჭვიანობ შენს იტალიაში მცხოვრებ ცოლზე, რომელიც თითქმის 4 წელია, არ გინახავს. ვგიჟდები იმაზე, რომ მას შენი ცოლი ჰქვია და შენც ასევე მოიხსენიებ მას. მაგიჟებს ის, რომ საზიარო შვილი გყავს და ლაშუკა მის თავს გახსენებს. ცუდად ვხდები, როცა წარმოვიდგენ, როგორ ელაპარაკები სკაიპით…
ამიტომაც ვთქვი შენზე უარი, მირჩევნია, მიყვარდე შორიდან, ვიდრე ვიყო შენთან და უხილავი მეტოქის მოშორებას ვცდილობდე!
არ შემიძლია, მერქვას შენი საყვარელი და ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდე!
არ შემიძლია, გერქვას სხვისი, მე კი შენი ვიყო!
ახლაც ფანჯარაში ვარ გადაყუდებული, გამოიხედე და ხელი დამიქნიე. ერთი სული მაქვს, მოგწერო ,,მოდი” ეს ერთი სიტყვაც ძალიან ბევრ შეცვლიდა, მაგრამ ტელეფონისკენ გაწვდილ ხელს ისევ უკან ვწევ და მეორე ხელში ვამწყვდევ, რომ გაქცევა აღარ გაბედოს.
გიყურებ და… ხვდები მაინც, რას ვგრძნობ?ალბათ ყველაფერს კითხულობს ჩემს სახეზე, მაგრამ შენთვის ჩემი სიტყვა კანონია, არ ცდილობ ჩემს დაყოლიებას, მაგრამ ფარულად მაინც მეთამაშები…არ შემიძლია შენთან ურთიერთობაზე საბოლოოდ ვთქვა უარი. მე ვივსები შენთან, სულ რამდენიმე წამიც კი მყოფნის, რომ ,,დავიტენო”. მე ხომ ჩემი ,,წვიმის კაცი” იმ ბატარეად ვაქციე, რომელიც შეუხებლად მაწვდის მაცოცხლებელ ენერგიას.

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s