პეროები მოსინჯვით და მარაზმატიკების ბუმი ანუ სეილია, სეილიიიიი!

მოკლე კაბა – გრძელი ფრჩხილები; მოკლე ჭკუა- გრძელი თმა; თეთრი ფეხსაცმელი – შავი ფიქრები; დიდი დეკოლტე – პატარა ძუძუები; მყრალი გამოხედვა – სურნელოვანი სუნამო; 1000 დოლარიანი გულსაბნევი – ინტელექტი 0! ნაპოვნი იდიოტი გვერდით – ქუჩაში დაკარგული პადუსკები… მოკლედ, რატომ მაწერინებთ ამდენს?! ხომ უკვე ნათლად წარმოიდგინეთ ,,კარონიანი” და ერთ ადგილას პეროგარჭმული დერზკი ,,ფეისი”? ა? ვერ წარმოიდგინეთ? კაარგი, თავიდან დავიწყებ: მოკლე კაბა – გრძელი ფრჩხილები…
მოკლედ, ნუღარ მაწვალებთ, თქვენც დაინახეთ, მეც დავინახე და დაჟე ტრიფონმაც დაინახა! კარგად მიხვდით, ახლა აქუსლოჩკებულ, ,,მედისა” და ,,კუზანოვის კლინიკაში” გამოჩეკილ ჯერ კიდევ ყვითელ-ყვითელ წიწილებზე უნდა ვიფხანო ენის წვერი რაღაა და თითები!
თუ ჯერ თბილისის ქუჩებში არ შეგიმჩნევიათ, გირჩევთ, ახლავე გახვიდეთ ბამბის რიგსა თუ პეროვზე… ეგენი მხოლოდ მანდ იჭყიპებიან ,,ბეილისით” და თან მსუქან-მსუქან ,,საქონელს” ათვალიერებენ. მათ ,,პატენტებს” რუსთაველზე მოსეირნეებსაც შეხვდებით, ოღონდ ეს უკანასკნელნი შედარებით ,,იაფფასიანად” გამოიყურებიან, თუმცა ესენიც ქუსლებზე დგანან და საკუთარ მეტყველებას ისეთს ,,უშვრებიან”, ჩემნაირებმა რომც მოინდომონ, ვერასოდეს გამოუვათ (ზოგს როგორ უმართლებს)!
მოდით ამოცანათა თანმიმდევრობას მივყვეთ და სიტყვა ,,დერზკი” ე.წ. ,,ძერსკი” ნაბიჯ-ნაბიჯ გავარჩიოთ. დერსკი გოგო მაგარ ვიდზეა (მერე რა,რომ ,,ცოტა” დაგრეხილი ფეხები აქვს?! ზატო უფრო სექსუალნია!). აქვს მაგგგარი ზაგარი (ზამთარ-ზაფხულ)! ამტკიცებს, რომ დაბალძირიანი ფეხსაცმელი ,,საშინლად” სტკენს ფეხებს (სახლში მისული დედის გინებით იხდის 15 სმ-იან ,,შპილკებს” და ლამის კონსტიტუციაზე იფიცებს, რომ მეორედ აღარც გაეკარება). უყვარს ძაღლები (ჰყავს კატა) უსმენს ჯაზს (მაილს დევისი კალათბურთელი ჰგონია). იმოსება მხოლოდ საზღვარგარეთ (გაითვალისწინე მკითხველო, ქემალ ფაშაც საზღვარგარეთია)! სულ ფეისბუკზეა (მართალია, ამ სოციალურ ქსელს ბევრი ვერაფერი გაუგო, მაგრამ ეს ,,ოდნოებიც” მაგრად გაბანძდა, რიააა)! ბიჭებს პაემანზე პირველივე შეთავაზებაზე არ სთანხმდება (კრეტინები! მეორედ აღარც არავინ სთავაზობს)! ღამის კლუბის ხშირი სტუმარია (სტუმარი კია, მაგრამ როგორც წესი, ფეისკონტროლი ბრაკავს). იცის, რომ ქართულ ენაში 7 ბრუნვაა (თუ 6? ნუ, რა მნიშვნერლობა აქვს?!). იცის ინგლისური (I`m table!!!). უყვარს ბავშვები (ფუუუ)! ვერ არჩევს ტ-სა და წ-ს (ელასტიკი კი არა, ელასწიკიიიი!) ,,ურტყამს”, არა, ურახუნებს ლ-ებს (ძლივს დაამუღამა). აბამს კაცებს (მტყუანს?!). ოცნებობს მინიმუმ პარლამენტის წევრის ცოლობაზე (აუუუუუუ!!!!). უყვარს კოქტეილი ,,სექსი პლაჟზე” (შარშან როგორც იქნა, ჰქონდა კიდეც). ვერ იტანს სოფლელებს (დედამისიც ამას ამბობს, როცა ჩოხატაურიდან ურეკავს). ნინო ჩხეიძე გოიმობაა (ლეილას ,,აფრები” ცვეტში სჯობს). არ ისვენებს საქართველოს კურორტებზე (ნუუუ, გლდანის მეშვიდესა და ნიცაზე ერთი და იგივე მზე ანათებს)!
მორჩა, მეყო! ახლა 2:45 PM-ია და ამ დროს რომ მსგავს მარაზმატიკობებს ვწერ, მე უარესი არ გამოვდივარ? თუმცა, გული არ მითმენს, ძალიან კარგი ამბავი გავიგე და ეს რომ არ დავწერო, ჩემი კაცთმოყვარეობის ამბავი რომ ვიცი, მთელ ღამეს თეთრად გავათენებ!!!
მოკლედ, ,,ძერსკებო” და ,,კარონიანო პეროიანებო” (აუუუჰ, ნახეთ, რა მოწოდება მივეცი?!) რაფიკას ცოლმა, სირანუშამ (სახელმა არ შეგაცდინოთ, მერე რა, რომ სომეხია?! მაგარ ,,ვიდზეა”, სოფლელიც არ არის, სოლოლაკელია და მაგარ ,,ვეშებსაც ჩითავს”) მოკლედ, ლენინაკანიდან ახალთახალი, ,,სავსემ ტაოტიანი” პეროები ჩამოიტანა!!!!!!!
ახლა, ფასს არ იკითხავთ?! სეილია, სეილიიიიიიი! მოკლედ, მე ჩემი გავაკეთე, გაგაებინეთ, დალშე ბოლშე თქვენ იცით. ოღონდ იცოდეთ, მოსინჯვაც შეიძლება (სირანუშა ჯიგარია) და რაოდენობა შეზღუდულია – ცოტა იჩქარეეეთ!
P.S. ჰა, ჰააა, ეგრე ,,ნახადუ” ერთად ნუ მოდიხართ, რიგრიგობით, რიგრიგობიიით!!!!

სიყვარულით, თქვენი ,,პეროიანთმოძულე” გულჩახდილი…

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s