ისევ დავბრუნდი, აქ ვარ!

დიდი ხანია, ჩემი ბლოგი აღარ მინახავს… გერმანიაში ვიყავი, ბებო მოვინახულე. სიმართლე გითხრათ ერთი სული მქონდა, თბილისში როდის დავბრუნდებოდი. ეს ბებიამაც შენიშნა და ეცადა, დაწვრილებით გამოეკითხა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი თითოეული ნიუანსი. ცდა ერთია, მაგრამ რამდენად გამოუვიდა რამე, ეს უკვე მეორე საკითხი. არასოდეს მიყვარდა საკუთარ თავზე რაიმეს მოყოლა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს გარშემომყოფებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რაც მე მინდოდა, სცოდნოდათ – არაფერი ზედმეტი. ალბათ ამიტომაც გავაკეთე საკუთარი ბლოგი, მე ხომ ადამიანებთან ურთიერთობა მაკლია?!
ოზგური 2 თვის წინ გაემგზავრა თურქეთში, არაერთი შემოთავაზების მიუხედავად უარი ვთქვი მასთან ერთად გამგზავრებაზე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა უარმა გაახარა ოზგური, მაგრამ მე საქართველოს გარდა არსად ცხოვრება არ შემიძლია, ბებიაჩემიც განაწყენებულია ჩემი სასტიკი უარით. მას კი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონს, საქართველოს მაინც თურქეთი ურჩევნია. დიდი ხანია, აღარ მინახავს, ინტერნეტით მეხმიანება და ხშირად მიმეორებს, რომ ძალიან ვენატრები, მაგრამ მეც ვიცი და მანაც, რომ ჩვენი ერთად ყოფნა თითქმის შეუძლებელია. ეს ,,თითქმის” სიტყვის მასალად ვთქვი, თორემ ჩვენი ამბავი უკვე დასრულებულია. ინტერნტ მეგობრების დონეზე დავრჩით… ხანდახან უფალს მადლობას ვწირავ, რომ მასთან დაშორების შემდეგ დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ხშირად ვფიქრობ, ნუთუ არ მიყვარდა?! მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ მარტო დარჩენილი ბოლომდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ მას
რამდენიმე კვირაა, თბილისში დავბრუნდი, თურმე ჩემი სახლი ძააალიან მომნატრებია. თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, მაგრამ ხატვა აღარ გამომდის… ვჯდები, ვემზადები, ყველაფერს ვიმარაგებ, მაგრამ ბოლო წამს ვხვდები, რომ არ მინდა ხატვა. აღარ გამომდის… .
დღეს ისევ მე და ქსერქსე ვცხოვრობთ, ღამით მარტო მძინავს და ხანდახან მენატრება ის დრო, როცა გვერდით ადამიანი მეწვა. ადამიანი, რომელიც არ მაღიზიანებდა.

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s