სამშობლო გარანტიით ნაყიდი ჩინური ტელეფონი არაა, ხელში რომ ჩაგაკვდება და ახალში გადაგიცვლიან!

ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ მეტროთი დიდი ხანია, აღარ მიმგზავრია… ადრე ძალიან მთრგუნავდა, გუშინ კი ძალიან მომინდა და ხალხმრავლობამ თითქოს გუნებაც კი გამომიკეთა. ოღონდ ვცდილობდი, ადამიანებს არ დავკვირვებოდი, მით უმეტეს, თვალებში არ შემეხედა…
უკვე გვიანი იყო, სკამზე ჩამოვჯექი, გვერდით მოხუცი ბაბუა ვიცოდი რა მეპასუხა და არ ვიცი-მეთქი, _ ვუთხარი. მოულოდნელად მომიბრუნდა და, _ გიყვარს საქართველოო? _ მკითხა. თავი დავუქნია, _ რატომო? _ ჩამეძია. _ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემია და იმიტომ-მეთქი _ ვუპასუხე. ბაბუ გულგატეხილი აღმოჩნდა ისევე, როგორც ძველი თაობის ყველა წარმომადგენელი, რომელთაც ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მათ კეთილდღეობაზე აუცილებლად იზრუნებს ვინმე. ჯერ გაძვირებულ ფასებზე დაიწუწუნა, 46 წელი ვიმუშავე, ადრე 286 მანეთი მქონდა პენსია, ახლა კი 110 ლარს მაძლევენო და თან დააყოლა, ადრე საქართველო ჩემი სამშობლო იყო, ახლა აღარააო… რატომ? იმიტომ რომ თურმე ძალიან გაჭირდა ცხოვრება, ადრე თურმე 1 კილოგრამი პური 17 კაპიკი ღირდა და ვინ იცის, სამშობლოს გადაყვარების კიდევ რამდენ მიზეზს ჩამომითვლიდა მატარებელი რომ არ მოსულიყო… ბოლოს დააყოლა, ახლა სადაც კარგად ვიქნები, ჩემი სამშობლოც ის იქნებაო!
მთელი დღეა, იმ კაცზე ვფიქრობ. არ ვიცი, ის ადამიანი რამდენადაა დამნაშავე, რომ საქართველო გადაუყვარდა, მაგრამ მე მგონია, სამშობლო კრენდილივით არაა, ერთი თუ არ მოგეწონა, მეორეში გადაცვალო. სამშობლო გარანტიით ნაყიდი ჩინური ტელეფონი არაა, ხელში რომ ჩაგაკვდება და ახალში გადაგიცვლიან. სამშობლოს ჩვენ კი არ ვირჩევთ, თავად გვირჩევს! ჩემი საქართველო მშიერი პატრიოტებისგასარჩევი არ უნდა გახდეს, არც ყველა ხელმოცარული უნდა აკრიტიკებდეს! საქართველოს აქეთ უნდა ვუბერავდეთ სულს, თავად კი არ უნდა გვინახავდეს?!
არასოდეს გიფიქრიათ, რომ რა ჩიტებიც ვართ, ის გალია გვაქვს? არასოდეს გიფიქრიათ, რომ ჩვენივე ქვეყანა ჩვენმა უტვინობამ დაღუპა და დღეს სჩვენსავე შეცდომებს გაძვალტყავებულსა და სისხლდაშრეტილ ქვეყანას თავადვე ვაბრალებთ? არასოდეს გიფიქრიათ, რომ საკუთარი უსუსურობით დაბოღმილები არასოდეს ვაღიარებთ ჩვენსავე ჯაბანობას? მაგრამ აღაიარებას ვინ ჩივის, ნურაფერს დავაბრალებთ მაინც…
ქართველი არ ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა. ჩემთვის კი სამშობლო წმინდაზე წმინდაა, ხშირად მასზე საუბარს ვერც კი ვბედავ. სამშობლო ჩემთვის ,,ის როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ გაგახსენდება”!
ჩემთვის სამშობლო ის ქვაა, რომელთანაც გულატირებული მიხვალ, ჩამოჯდები და შვებას იგრძნობ. ის ქვაა, რომელიც მართალია, ქვაა, მაგრამ მაინც შენია და გიხარია, რომ არსებობს. ის ქვაა, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ გულზე დაგადებენ!
P.S. ანტონ ჩეხოვს აქვს ერთი გამოთქმა: “მე, რა თქმა უნდა, სულით ხორცამდე მძულს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იზიარებს”.
მე არ მძულს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვერც მის სასიკეთოდ ვაკეთებ რამეს და მაშინაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა მის სიძულვილს ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი იზიარებს!

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s