ფეხშველი და ნაშა?

გუშინ ბათუმში ვიყავი, ცოტა დაცარიელებულა, გულზე მომეშვა, მაგრამ ქუჩაში იმდენივე რაოდენობით თურქები და ირანელები მოძრაობენ, რამდენიც უწინ. კლუბებიც სულ ამ ეროვნების ხალხზეა მორგებული და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალაქში ქართველობა ვერაფერი პრივილეგიაა. რატომ? შედით ნებისმიერ ბარში და დააკვირდით, მომსახურე პერსონალი როგორ ემსახურება უცხოელს და მერე თქვენ. დამიჯერეთ, თქვენ გაცილებით დაბალი ხარისხის მომსახურება გელით (სხვა სიტყვა არ მახსენდება, მომსახურების ხარისხი რომ აღვწერო) ამიტომაც თუ ჩემსავით ჭკუას იხმართ და მიმტანს ჩაუგერმანულ-ჩაუინგლისურებთ, სხვა ქართველებისგან განსხვავებით ნაძალადევი ღიმილი მაინც გერგებათ მიმტანისგან.
უჰ, აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, წერა სულ სხვა თემაზე მსურდა… მოკლედ, დღეს გარეთ ვიყავი გასული (რამდენიმე წუთია, დავბრუნდი), გერმანიიდან ახალი ტიმბერლენდები ჩამოვიტანე და სასეირნოდ გავლისას ამოვიცვი, მაგრამ თქვენს მტერს, მე იმ ბათინკმა დღე მაყარა! მოკლედ, ნეკა თითები ისე მატკინა, ერთი სული მქონდა გამეძრო და რადგან ჭკუა ვერაფერს დამიშლიდა, ავდექი და შუა პლეხანოვზე გავიხადე. შვებით რომ ამოვისუნთქე, ქსერქსეს დავუძახე და იღლიაში ბათინკებამოჩრილმა განვაგრძე გზა.
ნუ, ხომ წარმოგიდგენიათ, შემხვედრ გამვლელთა სახეები? ვერა? არაუშავს, გეთანხმებით, ძალიან რთულია, ის გაკვირვება გამოხატო, რაც მათ შუბლზე ეწერათ. მართალია, სტვენა არავის დაუწყია, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდნენ, წარმომიდგენია, ენას კბილით როგორ იჭერდნენ! ის იყო, მაკდონალდსთან მივედი და ძაღლი ბოძს გამოვაბი, რომ ნაყინი მეყიდა, გვერდით ბაბუ ამომიდგა და _ გტკივა, ბაბუ ფეხებიო? გულითადად მკითხა. გავუღიმე, _ კი-მეთქი და თავი დავუქნიე. ბაბუმაც გამიღიმა და დააყოლა: _ ახლა რომ ვხედავ, ხალხი როგორ გიცქერის, ძალიან მიკვირს. ამ ბოლო დროს მეგონა, ქართველებს უკვე აღარაფერი აკვირვებდათ, მაგრამ თურმე ის უფრო იოლია, ფეხშიშველმა გოგონამ გააკვირვოს ხალხი, ვიდრე შარვალჩახდილმა ქალმა, რომელსაც ვიღაც ოქლაქი ეკოცნავებაო, თვალი ჩამიკრა და გამერიდა.
გამეღიმა… წარმოგიდგენიათ, რა მაგარი ბაბუ იყო? იმიტომ კი არა, რომ ჩემი გასაჭირი გაიგო, ცუდს და კარგს ანსხვავებდა, დაბოღმილი არ იყო და იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მაკდონალდსიდან გამოსულმა დავინახე, ორი ქართული გაგებით მაგარი ტიპი: (,,ვრანგლერის ჯინსით”, ,,რეიბანით”, ტილოს პერანგითა და ,,აიფონით”) ქსერქსეს ეფერებოდა. ახლოს მივედი, ძაღლი ავუშვი და ის იყო, უნდა გამოვრიდებოდი, ერთი ეუბნება მეორეს. _ ე, ნახე, ტო, ფეხშველაა… მერე როგორც ჩანს, ჩემს ფეხსაცმელსაც მოკრა თვალი და, _ ე, გაუხდია, შეჩემა, ნახე, რა ნაშაა…
P.S. ნაშა არ ვარ, სამწუხაროდ, ფიზიკური მონაცემები ხელს ვერ მიწყობს…

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s