საქართველო-გერმანია… ერთი ,,ჩორტია”?! ანუ მაგ თქვენს ქალიშვილობის ინსტიტუტის ნანგრევებზე ხავსია უკვე მოკიდებული!!!!

მაინც, რით უნდა განსხვავდებოდნენ ქართველები და გერმანელები ერთმანეთისგან? იქაც ადამიანები ცხოვრობენ _ აქაც. ადამიანებს იქაც 2 ფეხი და 1 ცხვირი აქვთ _ აქაც. იქაც სახლში ცხოვრობენ _ აქაც! იქაც საწოლში იძინებენ _ აქაც! ხედავთ? აბა, რა განსხვავებაა ჩვენ შორის?
ჰო, კარგი, კარგი! ვიხუმრე, ვიხუმრეეეეეე!!!!! საქმე ისაა, რომ გერმანელებს გაუმართლათ, მაჭარივით დაუდუღარ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, 20 წელიწადში ქვეყანა ფეხზე წამოაყენეს და ყველაფერ იმას, რაც მათ ეკუთვნით, ძალიან უფრთხილდებიან. ჩვენ? ჩვენ რა, რასაც ვანიავებთ, ხომ კარგი და, რასაც ვერა _ სხვებს ვანიავებინებთ…
გერმანელი ბებიის წყალობით წელიწადში მინიმუმ 3 თვეს მათთან ვატარებ. მერე ამ,,დავარცხნილი” ქვეყნიდან წამოსვლის შემდეგ 2 კვირაზე მეტხანს ვუნდები ქართულ ,,სტრუნებზე” გადასვლას. მოკლედ, მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში ვარ (ნუთუ)?! ამას წინათ, ვფიქრობდი, მართლაც და, რით განსხვავდებიან ამ 2 ქვეყნის ადამიანები ერთმანეთისგან-მეთქი? იმდენი განსხვავება შევნიშნე, დათვლა დავაპირე. ხელის თითები რომ აღარ მეყო, ფეხისაზე გადავედი, მერე კი იმდენი დაგროვდა, სჯობდა, თვლა შემეწყვიტა და ასეც მოვიქეცი.
მოდით, ჯერ სექსუალური აღზრდის საკითხს მივხედოთ (ერთი შეხედვით უწყინარი თემაა): იქ შვილის სექსუალური აღზრდა მშობლის მოვალეობაა, აქ _ გამოცდილი მამაშის. იქ ვაჟის სექსუალურ პარტნიორს პატივისცემით ეპყრობიან, აქ როგორ ბოზს _ ისე. იქ ქორწინების გარეშე ორსულობა ტრაგედია არ არის, აქ _ ანათემაზე გადასაცემი მოვლენა და ოჯახის სირცხვილი! იქ წყვილის პირად ცხოვრებაში არავინ ერევა. აქ ვისაც არ ეზარება _ ყველა. იქ ვინმე ბორდელში თუ წავა, სირცხვილით ვერც გაამხელს. აქ საამაყო ამბავია და მეორე დღეს მინიმუმ საძმაკაცომ, მაქსიმუმ მთელმა უბანმა იცის… იქ ბორდელში ისინი დადიან, ვინც ქალებს ვეღარ კერავს. აქ ქალების ,,კერვას” ყველას ბორდელში წასვლა ურჩევნია. იქ სექსუალურ ცხოვრებას თუ იწყებენ, შემთხვევითი კავშირები არ აქვთ, აქ მარტო ,,გაიხვრიტონ”, მერე ყველას იმადლიერებენ. იქ 1 გერლფრენდი ან ბოიფრენდი ჰყავთ, აქ კვირაში რამდენიმე სექსუალური პარტნიორი. იქ ცოლ-ქმარს სექსი მანამდე აქვთ, სანამ შეუძლიათ. აქ შვილების გაჩენის შემდეგ სექსი საჭირო აღარაა… იქ მეუღლეები ერთგულებას იცავენ. აქ კაცს 3 ოფიციალური საყვარელი ჰყავს და ცოლმაც იცის. იქ თავს იცავენ, აქ _ აბორტს იკეთებენ. იქ შვილებს სექსის დროს თავის დაცვას ასწავლიან. აქ… კაარგით, რა?! რომელი ქართველი მამა გინახავთ, შვილს (გოგონას) ,,ამას” ასწავლიდეს?
მოკლედ, მიხვდით, რა განსხვავებაა ჩვენს შორის? იქ სექსი სიამოვნებაა, ჩვენთან კი, ძირითადად გამრავლების საშუალებად იყენებენ… ესაა ჩვენი რეალობა და ძალიან გთხოვთ, თავს ნუ მოიტყუებთ! და კიდევ, ნუ დაიწყებთ ტრადიციებზე, კდემამოსილ ქალბატონებსა და ქალიშვილობის ინსტიტუტზე დემაგოგიურ გამოსვლებს… მაგ თქვენ ქალიშვილობის ინსტიტუტის ნანგრევებზე ხავსია უკვე მოკიდებული! დღეს ქალწულობა იმ კოზირადაა ქცეული, რომელიც სარფიანად გათხოვებას განაპირობებს! მე კიდევ კარტის თამაში ბავშვობიდანვე მძულდა! ეგეც თქვენი პატიოსნება!
P.S. პატივს ვცემ მათ, ვინც პირველი ღამის ბედნიერებას საყვარელ ადამიანს უნახავს და ამას იძულებით კი არა, შეგნებულად აკეთებს!

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

17 Responses to საქართველო-გერმანია… ერთი ,,ჩორტია”?! ანუ მაგ თქვენს ქალიშვილობის ინსტიტუტის ნანგრევებზე ხავსია უკვე მოკიდებული!!!!

  1. irakli says:

    საღოლ, ჯიგარი ხარ… ხავსმოკიდებული ნანგრევები მომეწონა, სწორი ნათქვამია… ისე ნეტა მეც სენსავით მქონდეს შანსი წასვლის, ალბათ 3 თვეს აქ ვიქნებოდი და 9 თვეს იქ… და მაინც… რატო ბრუნდები უკან???

  2. irakli says:

    კარგი რააა… ქალაქი მარაზმების და ყოველდღე ახალ ახალი თბილისი მაგრად მიყვარს მაგრამ… რავი…

    • მესმის შენი, ხშირად მიფიქრია, ხომ არ აჯობებდა, მეც ისეთივე ვყოფილიყავი, მაშინ ხომ ამდენ უარყოფითს ვერ დავინახავდი-მეთქი? არ ვიცი რა სჯობს, ხედავდე და ვერაფერს შველოდე თუ ვერ ხედავდე და გეკიდოს?

  3. irakli says:

    ისეთივე??? ეგ გამოსავალი არააა, ეგ ნიშნავს რო სისტემას დანებდი და ხელი ჩაიქნიე, ინდივიდუალურობა უნდა შეინარჩუნო აუცილებლად ასე მგონია მე.
    1. ხედავდე და ვერაფერს შველოდე
    2. ვერ ხედავდე და გეკიდოს
    3. ხედავდე და გეკიდოს

    კარგი რა ხანდახან იმდენად ამაზრზენია ყველაფერი, და თან იქაურობაზე ისეთებს ყვებიან, მიმაჩნია შანსი თუ გაქვს უნდა გამოიყენო. და წელიწადში 3 თვე მარაზმის ყურება ყოველტვის იქნება შესაძლებელი 🙂

    • და რას ყვებიან გერმანიაზე? არც იქ მოდის 100 ევროიანების წვიმა, უბრალოდ, ადამიანები ცდილობენ შეირგონ ის, რაც აქვთ და საკუთარს ძალიან უფრთხილდებიან ჩვენგან განსხვავებით.
      P.S. და მაინც, რომელი სჯობს ამ 3 ჩამოთვლილიდან?
      PP.S. ხანდახან ეს მარაზმობაც სასარგებლოა, იმას მაინც ისწავლი, როგორ არ უნდა იყო… :))))

  4. irakli says:

    არა არა ფული რა შუაშია, საკმარისს აქაც იშოვი და იქაც.
    უბრალოდ ბევრი რამ ხდება ისეთი რაც იქ არასოდეს მოხდება, უნდაც საუბარი რასაც მოყვა, ქალიშვილობის ინსტიტუტი. ხო ხალხის სეგნება, მოწესრიგებულლება, იგივე გაფრთხილება რაც შენ აღნიშნე, ზოგადად სისტემა და რავი ყველაფერი წესიერი ნუ 90% მაინც, და ყველაფერი სიკეთისკენ.
    ამ სამიდან? ალბათ ასეთი ფორმულირება: ხედავდე, არ ემორჩილებოდე, ვერაფერს შველოდე და ამის გამო გეკიდოს. რადგან 1 კაცი ცხოვრებას ვერ გაასწორებ 🙂

    🙂 კი მარაზმობა სასარგებლოა როცა ხვდები როგორ არ უნდა იყო, მაგრამ 99% რო ვერ ხვდება რო ეს მარაზმია და ასე არ უნდა იყოს??? მერე ინგრევა ყველაფერი და რუინებს ხავსი ეკიდება.

    თუნდაც შენ.. დღეში რამდენ რამეს ხედავ რაც არ მოგწონს და გაღიზიანებს???

    • მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ… ეს ყველაფერი, რაც მე მაღიზიანებს (და მიხარია, რომ მხოლოდ მე არ ვარ გამონაკლისი…) ყველას არ აღიზიანებს. რაზედაც არის მოთხოვნა (ქალიშვილობისინსტიტუტს ვგულისხმობ) იმას იღებენ ქართველი მამაკაცები. თუმცა როგორ და არ ფორმით, ეს უკვე სხვა საკითხია!
      მე ვიცი, რა და როგორ მინდა. ყველა თუ გაარკვევს რა სურს, მგონი უკეთ ვიქნებით და ალბათ ცუდი არ იქნებოდა, განათლების დონე ცოტა მაღლა აგვეწია… შენ რას ფიქრობ?

  5. irakli says:

    ხოოო ზუსტად ეგაა, ქართველი მამაკაცები ვიღებთ!!! ოღონდ პირველ ღამეს სისხლი დაიღვაროს და რა მნიშვნელობა აქვს მანამდე ყველგან და ყველასთან ყველა პოზაში რო იყო, მთავარია სისხლი დაიღვარა 240 ლარად და თუ არ დაიღვარა ეუფ… პიროვნებას ვინ უყურებს, მთავარი სისხლია მაინც 😀 😀 😀 ეეეჰ…

    ხოოო განათლებას რაც შეეხება, ეგ უმტკივნეულესი თემაა, კაცს რო კითხავენ რამდენი მსოფლიო ომი იყოოო და უუფ ძაან ბევრიო 🙂 ზოგადად ეგაა ყველაფრის თავი და ტავი, თუ ეგ დონე ამაღლდება ხალხის გონებამდე ბევრი რამ დავა და უფრო ცივილურად მივუდგებით სხვადასხვა საკითხებს. ალბათ

    • მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებასო, ასე ისწავლეს ძველმა ეკონომისტებმა და დღემდე რასაც ითხოვენ, იმას იღებენ ქართველი მამაკაცები :))) არა, ვხუმრობ, მაგრამ მართლა მასეა, ხომ გაქვთ გართულება, არიქა, ჩემი ცოლი ქალწული უნდა იყოსო? ჰოდა, მაშინ ხომ გბარდებათ ქალიშვილი ცოლები? ნუ, როგორი ქალიშვილები, ეს უკვე სხვა საკითხია და მოდი, ამას ნუღარ ჩავუღრმავდებით.
      ძალიან დიდი ბოდიში, შეიძლება ძალიან მკაცრი ვიყო, მაგრამ ბიჭი გოგონას ცოლად იმის გამო რომ არ მოიყვანს, ქალიშვილი არ ყოფილაო, ხომაა ღირსი, ხუთჯერ გაკერილი გოგო შეეტენოს?

  6. irakli says:

    კი გენაცვალე, ღირსია, მაგრამ 5 ცოტაა ასე მგონია მე, ხოდა მაგას ვამბობ ეგაა მთელი პრობლემა რო ზოგადად მენტალიტეტია სისწორისკენ შესაცვლელი, გინდა და მოიყვანე ქალიშვილი მაგრამ 4 წელი სეყვარებულები რო ხართ და ქორწილის დღეს რო აღმოაჩენ სადღაც შორეულ ბავშვობაში ვირაცასტან ჰქონდა და რო გაჭედავ ეგ როგორ დამიმალეო, კააარგი რააა…. მარაზმიცაა და მარაზმიც 🙂 მაგრამ რავი ამ ბოლოს მგონია მაგაზე გაჭედილ უფრო და უფრო ცოტა ხალხს ვხვდები, მგონი მივდივართ პიროვნებების აღქმამდე 🙂

    • ვახ, ,,დაჟე” მასეთებიც ხდება? უი, უნებურად გამეცინა… :)))) ღმერთმა ქნას, უფრო და უფრო ცოტა გენახოს! მაგრამ მე რომ 17-18 წლის ახალგაზრდებს ვიცნობ, არა მგონია, უახლოეს ათწლეულებში ეგ ტენდენცია შეიცვალოს. თუმცა ნუ ვიქნებით პესიმისტები, ვაი და ერთ დღეს გაუნათდეთ გონება?!
      ახლა ჩემს ნაწერს გადავავლე თვალი და: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, გამახსენდა… 🙂

  7. irakli says:

    ნუ პატარების არ ვიცი სედარებით ჩემი თაობა რა ვიცი მასე ფიქრობენ და…

    წყალწაღებული რატო???

    • ვფიქრობ, ტყუილად მაქვს იმედი და იმიტომაც ვეკიდები ხავსს :))) რატომღაც მგონია, პატარები უფრო სხვაგვარად უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ დავიჯერო, უფროსებმა გადაუჯოკრეს?

  8. irakli says:

    მმმ… გააჩნია პატარასაც ხანდახან მგონია რომისინი საერთოდ სხვანაირად იზრდებიან, გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს ,აგრამ უფროსები თუ გადაუჯოკრავნ რაღაც პლიუსი მაგაშიც არის ალბათ, ის უფროსი ასწავლის მერე პატარას და რარაც გამოვა 🙂

  9. irakli says:

    უკეთესობისკენ შეცვლის იმედი ნაკლებად მაქვს უბრალოდ გულის სიღრმეში ბჯუტავს რაღაც აი ისეთი რა იმედი გადაწურვის საშუალებას რმ არ გაძლევს 🙂

Leave a reply to გულჩახდილი ქალი Cancel reply