Category Archives: Uncategorized

აი, შენ საჩუქარი…

დღეს შობაა, გილოცავთ! ალბათ თქვენც, ისევე როგორც მე გაჭირვებით, მაგრამ მაინც გმირულად გადააგორეთ წინა საახალწლო და ახალი წლის პირველი დღეები. აი, მე კი ძალიან არ მიყვარს ახალი წელი. ვერ ვხვდები, რა არის საზეიმო და ვერც იმას ვხვდები, რატომ უნდა გაიშალოს … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ეჭვიანი ნაღვლიანი თვალებით…

ვაშაააა! საქართველოში ვარ! როგორც იქნა, ბებიაჩემს გამოვეღლიტე ხელიდან… 2 კვირის განმავლობაში ქსერქსე თბილისში, ძაღლების სასტუმროში მყავდა დატოვებული და დილა-საღამოს იმ სასტუმროს ადმინისტრატორთან ვრეკავდი და _ ძაღლს ჩემი ხმა მოასმენინეთ-მეთქი _ ვეუბნებოდი. ჰოდა, სანამ ის კაცი მოსაკლავად ფრაიბურგში თავისი ფეხით ჩამოვიდოდა, … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

რა არის სიყვარული?

სიყვარული? ეს ის არ არის, ელექტროენერგიის გარეშე რომ შეუძლია ადამიანების ,,განათება”? სიყვარულია, როცა გარეთ გასული უკან ბრუნდები, რომ მას ერთხელ კიდევ შეავლო თვალი წასვლამდე. სიყვარულია, როცა მისი სახელის ხსენებისას თვალები და გული ,,გეკუმშება”, ხოლო პირი პირიქით _ ფართოვდება. სიყვარულია, როცა … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ამერიკელი? არა, არც ეს…

წეღან დენთან გატარებულ დროს ვიხსენებდი, ვიყავით მაღალმთიან აჭარაში, ლაგოდეხში, ახალციხეში… კარგი კომპანიონი იყო, მაგრამ ასე მგონია, ხანდახან ჩემი არსებობა მაშინაც კი ავიწყდებოდა, როცა მასთან ერთად ვიყავი. უყვარდა, როცა მეხუტებოდა და თვალებს მიკოცნიდა, 2 თვის განმავლობაში მუდამ ჩემთან ერთად იყო. ვხვდებოდი, … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

შეხორცებული იარები.

,,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა, თბილისი ისევ ციმციმებდა დაბლა და საოცრად ჰგავდა გულაღმა ამობრუნებულ ზეცას. მაღლა ისევ უსაზღვრო ცა იყო მოჭედილი დიდი და პატარა ვარსკვლავებით…” ყოველთვის, როცა მამა დავითზე ავდივარ, ნოდარ დუმბაძე მახსენდება. მის საფლავთან პირდაპირ ფილებზე ვჯდები და ბევრს, … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

არ მინდა მამიკოს ოღრაშები!

რაღაც ამ ბოლო დროს ,,ჩავარდნები” მაქვს, ვეღარც ვწერ, ვეღარც ვკითხულობ… ბოლოს მგონი 2 კვირის წინ დავასრულე წიგნი და მას შემდეგ ხელიც აღარ მომიკიდია (2 კვირა ჩემნაირი მკითხველისთვის მთელი საუკუნეა…). მკითხველზე გამახსენდა, ჩემს ფილმოთეკაში ერთი ფილმი მოიპოვება: The reader – მკითხველი, … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

დაველოდოთ, გასულია საქართველო და რომ მოვა, თავად გამოგვიძახებს…

ახლა აკა მორჩილაძის ,,ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” ვკითხულობდი (უკვე მერამდენედ, აღარ მახსოვს). ამ წიგნის მთავარი გმირი ზაზა ამბობს, ზუსტ ციტირებას მვერიდები: ჩვენი ქვეყანა თუ დაგვიძახებს, ყველა მის გვერდით ვიქნებით, მაგრამ რაღაც კარგად ვერ გვეძახის, ვიღაც-ვიღაცები გვეძახიან, მაგრამ ეს სამშობლო არააო… ახლა … Continue reading

Posted in Uncategorized | 1 Comment

ფეხშველი და ნაშა?

გუშინ ბათუმში ვიყავი, ცოტა დაცარიელებულა, გულზე მომეშვა, მაგრამ ქუჩაში იმდენივე რაოდენობით თურქები და ირანელები მოძრაობენ, რამდენიც უწინ. კლუბებიც სულ ამ ეროვნების ხალხზეა მორგებული და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალაქში ქართველობა ვერაფერი პრივილეგიაა. რატომ? შედით ნებისმიერ ბარში და დააკვირდით, მომსახურე პერსონალი … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

სამშობლო გარანტიით ნაყიდი ჩინური ტელეფონი არაა, ხელში რომ ჩაგაკვდება და ახალში გადაგიცვლიან!

ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ მეტროთი დიდი ხანია, აღარ მიმგზავრია… ადრე ძალიან მთრგუნავდა, გუშინ კი ძალიან მომინდა და ხალხმრავლობამ თითქოს გუნებაც კი გამომიკეთა. ოღონდ ვცდილობდი, ადამიანებს არ დავკვირვებოდი, მით უმეტეს, თვალებში არ შემეხედა… უკვე გვიანი იყო, სკამზე ჩამოვჯექი, გვერდით მოხუცი ბაბუა … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ისევ დავბრუნდი, აქ ვარ!

დიდი ხანია, ჩემი ბლოგი აღარ მინახავს… გერმანიაში ვიყავი, ბებო მოვინახულე. სიმართლე გითხრათ ერთი სული მქონდა, თბილისში როდის დავბრუნდებოდი. ეს ბებიამაც შენიშნა და ეცადა, დაწვრილებით გამოეკითხა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი თითოეული ნიუანსი. ცდა ერთია, მაგრამ რამდენად გამოუვიდა რამე, ეს უკვე მეორე საკითხი. … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment